Thursday, November 14, 2013

გეოგრაფიული მონაცემები

  ვერეს ადრეული სახელია-სკორეთი (სკვირეთი).  იგი წყაროებში პირველად მოხსენიებულია მე-13 საუკუნეში, თუმცა აქ აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა მოწმობს, რომ ეს ადგილი უფრო ადრე იყო დასახლებულიკონკრეტულად ვერის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ რადგან ვერე მოხსენიებულია მე-13 საუკუნეში, განვიხილოთ იმ დროინდელი თბილისის მოსახლეობის შესახებ არსებული სავარაუდო მონაცემები, რომელიც წყაროებშია მოცემულიმე-13  საუკუნის ჟამთაღმწერელი გვამცნობს, რომ 1226  წელს ჯალალ-ედ დინმა თბილიში 100 000 კაცი ამოწყვიტა. ამ ცნობის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ  თბილისში მოსახლეობა 100 000-ძე მეტი ყოფილა. შასაძლოა, რომ ჟამთაღმწერელი  აქ გულისხმობს საქართველოს სხვა მხარეებიდან მოსულ მოსახლეობასაც, რომლებიც ქალაქთან მოვიდნენ  და ხვარაზმელების მსხვერპლნი გახდნენ. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს აშკარაა ის ფაქტი, რომ მე-13 საუკუნეში თბილისი მოსახლეობის რაოდენობით დიდი ქალაქი უნდა ყოფილიყოთბილისში მრავლად მიმოდიოდნენ საქართველოს მკვიდრი თუ უცხოელი ვაჭრები. გზების უკეთ გაგნების მიზნით, მათთვის ქალაქის კარებთან  დგამდნენ მანძილისა და მიმართულების სათანადო მანიშნებლებს, მათვის არსებობდა სპეციალური ვაჭართა სადგომი სახლები და საქონლის შესანახი ნაგებობები. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი თბილისის განათლებული ფეოდალური საზოგადოება ფლობდნენ: ირანულ, არაბულ და ბერძნულ ენებს და ამსთან ერთად ეწეოდნენ მთარგმნელობით მოღვაწეობას
      მე-17-ის ბოლოსთვის, მდ. ვერეს აუზი თბილისელთა ბაღ-ვენახებს, წისქვილებს და ყანებს ეჭირა. ამავე საუკუნის შუა წლებში უკვე ჩანს მდ. ვერეზე ხოჯა ბეჰბუდას ხარჯით აგებული ხიდი. ამ პერიოდისთვის თბილისის მოსახლეობის რაოდენობისა და ეროვნული შემადგენლობის შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება. ევროპელი მოგზაურები ვინც კი აქ საქართველოს სტუმრებიან მე-17 საუკუნეში სხვადასხვა ცნობებს გვაწვდიან. მაგ: იტალიელი მისიონერი (1681წელს) დიონიჯო კარლის ცნობით თბილისის მოსახლეობა 12 000 სულს აღწევდა.
       ტურნეფორის ცნობით, თბილისში 1700 წელს 20 000 მცხოვრები ირიცხებოდა, ხოლო 1783 წლის აღწერის მონაცემებით 3478 კომლი არსებობდა. თუ კომლში საშუალოდ 5 კაცს ვიანგარიშებთ გამოდის, რომ თბილისში უცხოვრია 17 390 კაცს. აქდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 1700 წლიდა-1783-წლამდე თბილისში მოსახლეობის მატება არ  მომხდარა. მე-18 საუკუნეში აღა-მახმად ხანის შემოსევების შედეგად  მოსახლეობა შემცირდა, მათი ნაწილი აიყარა და გაიხიზნა. ერეკლე II- მკვეთრი ღონისძიებების გატარება მოუხდა იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეთა მიგრაციის პროცესი შეენელებინა. 1784წელს, საგანგებო ბრძანებით თბილისის მოქალაქეებს საერთოდ აეკრძალათ საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა.
     1803 წელს ჩატარდა ქალაქის აღწერა, იმის გასარკვევად თუ რა რაოდენობის რუსული ჯარის და ჩინოვნიკების მიღების საშუალება ჰქონდა ქალაქს. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის რაოდენობა 12 000 ყოფილა.
     1926 წლის აღწერის მონაცემებით თბილისის მოსახლეობა შეადგენდა:294044 კაცს
     1939 წლისთვის თბილისის მოსახლეობა შეადგენდა:519 220 კაცს

     თბილისის მოსახლეობის განაწილება სარწმუნოების მიხედვით:
     (2002 წლის მონაცემებით)
     სულ თბილისის მოსახლეობა: 1081679 
     მართმადიდებლები - 988664
     კათოლიკები - 2715
     იუდეური - 2328
     სომხურ-გრიგორიანული - 51687
     მაჰმადიანური - 11438

                       სახეზე მყოფი მოსახლეობა ორივე სქესი (2002 წლის აღწერით)
 



ვერე ერთ-ერთი ძველი უბანია თბილისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, სახელი ეწოდა მდინარე ვერეს მიხედვით. მდინარე ვერე მიედინება აღმოსავლეთ საქართველოში სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან. წარმოადგენს მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადს. თბილისის ფარგლებში მდინარე 45 კმ-ზე მოედინება. საზრდოობს თოვლის, წვიმის  და მიწისქვეშა წყლებით. ვერეს ხეობაში მდებარეობს: ბეთანიის მონასტერი, თბილისის ზოოპარკი და ბავშვთა ქალაქი მზიური.  აღნიშნული მდინარე მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, როგორც სკვირეთი  „ სკვირეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე, გამოსდის დიდგორის მთას, ერთვის მტკვარს, თბილისის შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი“.
მნიშვნელოვანი მოვლენები:
1927 წელს მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა ზოოპარკი.
1982 წელს კი დაარსადა ქალაქი მზიური ნოდარ დუმბაძის ინიციატივით
წარსულში მდინარე ვერეს ხეობაში განლაგებული იყო სოფელი ვერა, რომელიც გაბაშვილების მამულს წარმოადგენდა, ვერაზე გადიოდა დიღმის საქარავნე გზა. წყაროებში ვერე მოხსენიებული მე-13 საუკუნიდან თუმცა არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს,  რომ  აქ დასახლება უფრო ადრეც არსებობდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გზები თრიალეთისკენ.  მე-19 საუკუნიდან აქ ახალი უბნები გაჩნდა:  ვარდისუბანი, ვაკე საბურთალო.  კერძოდ ვარდისუბანი ახლანდელ მელიქიშვილის გამზირს და  სემიონოვკას მოიცავდა.  დასახელება ვარდისუბანი დაკავშირებულია  წარსულში აქ გაშენებულ ასკილის ბუჩქებთან, რომელიც ვარდისებრთა ოჯახს წარმოადგენს. ვერეს ბარის ტერიტორიაზე წარსულში გაშენებული ყოფილა ბაღ-ვენახები, შემდგომ ბაღების ნაწილი სასაფლაომ დაიკავა. მოგვიანებით როდესაც ქალაქი განაშენიანდა გაუქმდა სასაფლაო და აქ ბაღი გაშენდა. ვერეს ყოფილ სასაფლაოზე შემორჩენილია  დანიელ ჭონქაძის და ვავრენტი არდაზიანის საფლავები. საბჭოთა პერიდოში ბაღი კიროვის სახელობის იყო მისი მოწყობა დაიწყო 1933 წლიდან ა. მაჭავარიანის პროექტით. ვერის ბაღში განისვენებს ცნობილი ალპინიზმის ფუძემდებელი ალიოშა  და ალექსანდრე ჯაფარიძეები, აქ დგას ექვთიმე თაყაიშვილის და მერაბ კოსტავას ბიუსტები.
1973 წელს ვერის ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა   ჭადრაკის სასახლე, ხოლო ბაღის მოპირდაპირე მხარეს 1971 წელს გაიხსნა ფილარმონია, რომელიც ივანე ჩხენკელის პროექტით არის აგებული. მის ფასადს ამშვენებს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება „მუზა“
პეტრე მელიქიშვილის ქუჩას წარსულში წყნეთის ქუჩა ეწოდებოდა და გრძელდებოდა მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიამდე. 1967 წლიდან მელიქიშვილის ქუჩაზე გაუქმდა ტრამვაის მიმოსვლა. ამ ქუჩაზე აშენებულია სასტუმრო საქართველო რომელის მშენებლობაზე გერმანელი ტყვე-მუშები მუშაობდნენ.
მდინარე ვერეს ეკოლოგიური მდგომარეობის ისტორია:
19-საუკუნის მეორე ნახევრიდან  მდინარე ვერეს გასწვრივ ტყის აქტიურმა გაჩეხვამ გამოიწვია მდინარის წყლის დონის კლება, ასევე იმატა მდინარეზე ეროზიულ პროცესებმა. ჩელუსკინელების ქუჩის გაყვანისას მთელი გრუნტი ჩაყრილი იქნა მდინარე ვერეს კალაპოტში. ვერეს ხეობის განაშიანებამ  და ინდუსტრიალიზაციის დაჩქარებამ გამოიწვია მდ. ვერეს წყალშემკრები აუზის შემცირება და ზოგიერთი შენაკადის გაქრობა. მდინარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი მდ. ვარაზისხევის ნაწილი ბეტონის გრუნტის ქვეშ მოექცა. აბრეშუმკომბინატის არსებობის გამო მდინარეში უამრავი ლაქ-საღებავების ნარჩენები ჩადიოდა. ამჟამად  მდინარე ვერეს დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს,აქ ჩაედინება უამრავი ნარჩენი და ამას დაემატა ადგილობრივი საკანალიზაციო სიტემაც.